ჯონ ტერის ნაკრებში გამოძახების იმედი აქვს, მაგრამ ჯერ არავინ შეხმიანებია

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ჯერ არ დაკავშირებია ჯონ ტერის და არ გაუმარტავს, აპირებს თუ არა ნაკრებში მის დაბრუნებას.

ასე რომ, "ჩელსის" ვარსკვლავის მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტერის გვერდით ნაკრებში რიო ფერდინანდმა უნდა ითამაშოს, რაც ჰოჯსონს დილემის წინაშე აყენებს. მას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელზე გააკეთოს აქცენტი.

მოგეხსენებათ, რიო ანტონ ფერდინანდის ძმაა, ვის რასისტულ შეურაცხყოფაშიც "ჩელსის" ვარსკვლავს ედება კიდეც ბრალი. კონფლიქტმა ნაკრების უკანა ხაზის ლიდერთა შორის ურთიერთობა მეტისმეტად გაამწვავა.

"მართალია ჩემთან აქამდე არავის დაურეკავს, მაგრამ ამ
ეტაპზე 100%-ით "ჩელსის" თამაშებზე ვარ კონცენტრირებული და სხვა რამეზე საფიქრალად ჯერ არც მცალია.

თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც დამიძახებენ. ინგლისის ნაკრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ქვეყნის ღირსების დასაცავად ყოველთვის მზად ვიქნები", - აცხადებს ტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული