ასე რომ, "ჩელსის" ვარსკვლავის მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტერის გვერდით ნაკრებში რიო ფერდინანდმა უნდა ითამაშოს, რაც ჰოჯსონს დილემის წინაშე აყენებს. მას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელზე გააკეთოს აქცენტი.
მოგეხსენებათ, რიო ანტონ ფერდინანდის ძმაა, ვის რასისტულ შეურაცხყოფაშიც "ჩელსის" ვარსკვლავს ედება კიდეც ბრალი. კონფლიქტმა ნაკრების უკანა ხაზის ლიდერთა შორის ურთიერთობა მეტისმეტად გაამწვავა.
"მართალია ჩემთან აქამდე არავის დაურეკავს, მაგრამ ამ
თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც დამიძახებენ. ინგლისის ნაკრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი ქვეყნის ღირსების დასაცავად ყოველთვის მზად ვიქნები", - აცხადებს ტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"