რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტისთან" ახალი, 37.5-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან ახალი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 47 წლის სპეციალისტი წელიწადში 12.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების ჩათვლით, - ამტკიცებს ESPN "ქალაქელთა" წყაროზე დაყრდნობით.

"ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მანჩესტერ სიტი" დარწმუნებულია, რომ ხელშეკრულება ამ კვირაში გაფორმდება, თუმცა სხვადასხვა ფორმალობის გამო ეს შეიძლება შემდეგ კვირაში მოხდეს; მაგრამ მხარეები ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან", - განაცხადა წყარომ.

ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა, საიდან ეს ინფორმაცია? მანჩინიმ უკვე გააფორმა რუსეთის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი 4+2, რომელიც ძალაში შედის 15 ივლისდან!
vereli
18:38 09-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული