რაიან გიგზი: მწვრთნელობაზე სულ უფრო მეტს ვფიქრობ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 38 წლის უელსელი ნახევარმცველი რაიან გიგზი სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს.

"სამწვრთნელო სამუშაოზე სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ. მწვრთნელის საქმიანობა მოთამაშის კარიერისგან კარდინალურად განსხვავდება. ეს საფეხბურთო საქმიანობის მეორე მხარეა.

თუ სამწვრთნელო საქმისადმი სერიოზულად მოკიდება მსურს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ცოდნა უნდა მოვიპოვო. ამისთვის ძალიან კარგად მომზადებაა საჭირო", - თქვა გიგზმა.

ასევე იხილეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული