რამდენიმე დღის წინ "წითლებმა" კეროლის ერთწლიანი იჯარის თაობაზე, შემდეგი გამოსყიდვის უფლებით, "ნიუკასლის" წინადადება უარყვეს. თუმცა "ნიუკასლი" თავისი ყოფილი მოთამაშის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, რომელიც 2011 წლის იანვარში "ლივერპულს" 35 მილიონ ფუნტად მიჰყიდა. მაგრამ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად "კაჭკაჭებს" 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ.
"მთელი ეს პროცესი ჩვენს პრეზიდენტსა და "ლივერპულის" ხელმძღვანელობას შორის მიმდინარეობს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს შეკრებილი და თუ
ამ საქმესთან კავშირი ნაკლებად მაქვს. იყოს, რაც იქნება. გვითხრეს, რომ ის გადმოსვლისთვის მზადაა. თუ ამ მოთამაშის შეძენის პრეტენდენტები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც კარგი მოთამაშეა", - განაცხადა პარდიუმ.
ასევე იხილეთ: