საეჭვოა, ახმახი და ცოტა მოუხეშავი თავდამსხმელი ბრენდან როჯერსის შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს სათანადოდ მოერგოს.
ამას, რასაკვირველია, "წითლების" ახალი თავკაცი სხვებზე უკეთ აცნობიერებს და სწორედ ამიტომ გეგმავს კეროლის გაშვებას. კლუბის თანამესაკუთრე ტომ ვერნერი მოვლენათა მსგავსი განვითარების წინააღმდეგი სულაც არ არის. მისთვის მთავარი ის არის, თუ რა სურს როჯერსს.
კეროლთან დაკავშირებული სიტუაციის გარდა, მან კენი დალგლიშის შესახებაც თქვა ორიოდე სიტყვა:
- ენდი კეროლი ჯერ კიდევ "ლივერპულის" დიდი
იმედია, მისგან საბოლოო პასუხს ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მალე მივიღებთ. იქამდე კი ენდისგან ძველებურ თავდადებას ველით.
არა მგონია, შარშან კენი დალგლიშის "ლივერპულში" თამაში ვინმეს მოწონებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ კენის მიმართ დადებითი განწყობა არ მაქვს. არა! ის ყოველთვის დარჩება ჩვენი კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად. ჩვენ მისი მადლობელნი ვართ იმისთვის, რა ამაგიც დაგვდო.
დალგლიშისგან განსხვავებით, ბრენდან როჯერსი თანამედროვე, შემტევი ფეხბურთის ფილოსოფოსია, რომელიც გულშემატკივრებს, წესით, ძალიან უნდა მოეწონოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"