ბრენდან როჯერსის სიტყვა კანონია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ენდი კეროლი "ლივერპულის" ისტორიაში რეკორდული შენაძენია, კლუბი მის გაყიდვაზე მაინც სერიოზულად ფიქრობს.

საეჭვოა, ახმახი და ცოტა მოუხეშავი თავდამსხმელი ბრენდან როჯერსის შემტევ და კომბინაციურ ფეხბურთს სათანადოდ მოერგოს.

ამას, რასაკვირველია, "წითლების" ახალი თავკაცი სხვებზე უკეთ აცნობიერებს და სწორედ ამიტომ გეგმავს კეროლის გაშვებას. კლუბის თანამესაკუთრე ტომ ვერნერი მოვლენათა მსგავსი განვითარების წინააღმდეგი სულაც არ არის. მისთვის მთავარი ის არის, თუ რა სურს როჯერსს.

კეროლთან დაკავშირებული სიტუაციის გარდა, მან კენი დალგლიშის შესახებაც თქვა ორიოდე სიტყვა:

- ენდი კეროლი ჯერ კიდევ "ლივერპულის" დიდი
ოჯახის წევრია. ვაღიარებთ, რომ ის ნიჭიერი ფეხბურთელია და ინგლისის ეროვნულ გუნდში თავისი როლი უკვე მორგებულიც აქვს. მაგრამ ჩვენთან ახლა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდის მთავარი მწვრთნელი იღებს.

იმედია, მისგან საბოლოო პასუხს ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით მალე მივიღებთ. იქამდე კი ენდისგან ძველებურ თავდადებას ველით.

არა მგონია, შარშან კენი დალგლიშის "ლივერპულში
" თამაში ვინმეს მოწონებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ კენის მიმართ დადებითი განწყობა არ მაქვს. არა! ის ყოველთვის დარჩება ჩვენი კლუბისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად. ჩვენ მისი მადლობელნი ვართ იმისთვის, რა ამაგიც დაგვდო.

დალგლიშისგან განსხვავებით, ბრენდან როჯერსი თანამედროვე, შემტევი ფეხბურთის ფილოსოფოსია, რომელიც გულშემატკივრებს, წესით, ძალიან უნდა მოეწონოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული