ფრანგული პრესის ინფორმაციით, 31 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, მეკარე ლონდონში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო გამოკვლევას გაივლის და "დეზებთან" პირად კონტრაქტს გააფორმებს.
სატრანსფერო თანხამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, კიდევ 3-4 მილიონ ევროს კი "ლიონი" ლორისის წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბონუსის სახით მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ადრე "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლიასი აცხადებდა, რომ კლუბი გოლკიპერს 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდიდა.