ჰუგო ლორისი "ლიონიდან" ლონდონის "ტოტენჰემში" გადავიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემმა" და "ლიონმა" საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერის და კაპიტნის, ჰუგო ლორისის კონტრაქტი შეათანხმეს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, 31 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, მეკარე ლონდონში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო გამოკვლევას გაივლის და "დეზებთან" პირად კონტრაქტს გააფორმებს.

სატრანსფერო თანხამ 12 მილიონი ევრო შეადგინა, კიდევ 3-4 მილიონ ევროს კი "ლიონი" ლორისის წარმატებული თამაშის შემთხვევაში ბონუსის სახით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ადრე "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლიასი აცხადებდა, რომ კლუბი გოლკიპერს 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაყიდიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული