ანდრე ვილაშ-ბოაში: "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი გადაქანცული იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა "ოლდ ტრაფორზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან"(3:2) გამარჯვების გამო თავისი გუნდი შეაქო.

"ბრწყინვალედ ვითამაშეთ. მოთამაშეებმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს.

რა თქმა უნდა, პირველი ტაიმი მეორესგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ერთმანეთით ვიამაყოთ. მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი უბრალოდ დაუჯერებელი იყო, თუმცა შეამჩნევდით როგორ სწყუროდათ მოთამაშეებს ისტორიული შედეგის შენარჩუნება.

მიმდინარე კვირაში გარეთ ბეილს გრიპის გამო არ უვარჯიშია, ბოლო ორი დღის მანძილზე გილფი სიგურდსონიც ავად იყო. ამიტომ გუნდი გადაქანცული იყო.

მიუხედავად ამისა, ქებას აბსოლუტურად ყველა მოთამაშე იმსახურებს, ეს ხომ განსაკუთრებული
საღამო იყო. მაგრამ შეჩერება არ შეიძლება. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული