ინგლისი. პრემიერლიგა. X ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
Goal.com-მა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მატჩის საინტერესო გარჩევა შემოგვთავაზა. ვფიქრობთ, X ტურის შეჯამებაში ამაზე საინტერესო თემის პოვნა შეუძლებელი იყო.

მაშ ასე, ისმება შეკითხვა: რატომ წააგო "არსენალმა" "ოლდ ტრეფორდზე"? პასუხს ქვემოთ იპოვით.

"ეს თამაში საერთოდ არ ჰგავდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" წინა წლების დაპირისპირებებს. თუკი მხოლოდ ანგარიშს შეხედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ თამაში თანაბარი იყო, მაგრამ რეალობა სხვა. შეხვედრისთვის წერტილი ბევრად უფრო ადრე უნდა დაგვესვა", - განაცხადა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონმა.

"პრობლემების დიდი ნაწილი ჩვენივე ბრალი გახლდათ, თუნდაც ის, რომ
ძალიან ხშირად ვკარგავდით ბურთს. ადრეულმა გოლმა "მანჩესტერ იუნაიტედს" საშუალება მისცა, დაცვაზე მეტი ყურადღება გადაეტანა და კონტრშეტევებზე ეთამაშა.

ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. ძალიან უყურადღებოდ ვიქცეოდით როგორც საკუთარ, ისე მეტოქის საჯარიმოსთან. ბურთს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ ამით უპირატესობის მხოლოდ ილუზიას ვქმნიდით, რადგან საგოლე მომენტებს, ძირითადად, "იუნაიტედი" ქმნიდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა",
- დაამატა არსენ ვენგერმა.

"გოლი არ მიზეიმია, რადგან "არსენალში" რვა წელი ვთამაშობდი და მის გულშემატკივრებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ.

არ მიმიქცევია ყურადღება, თუ რას მიყვიროდნენ. მატჩს რაც შეეხება, კარგად ვთამაშობდით. სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ",
- განუცხადა პრესას რობინ ვან პერსიმ.

შეფასებები
პოლ უილსონი, "გარდიანი":
"ამ გუნდების მატჩებში მიწა უკვე აღარ ზანზარებს. იყო დრო, როცა "იუნაიტედისა" და "არსენალის" თამაში ნიშნავდა დაპირისპირებას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მათი შეხვედრები ფეიერვერკებს გვჩუქნიდა და საჩემპიონო რბოლაში გამარჯვებულის ბედს წყვეტდა. ახლა ის უკვე რიგით თამაშად გადაიქცა. "მანჩესტერ იუნაიტედს" სრულად კონცენტრაციაც კი არ დასჭირდა, ეს მაშინ, როცა ის ნამდვილად შორს არის საუკეთესო ფორმისგან. საბოლოო შედეგი ეჭვის საფუძველსაც კი არ იძლევა".

ტიმ რიჩი, "ინდეპენდენტი":
"შეხვედრისგან, რომელიც ოდესღაც პრემიერლიგის "ელ კლასიკოდ" მიიჩნეოდა, პრაქტიკულად, აღარაფერი დარჩა. შარშან მასპინძელმა მეტოქეს რვა გოლი გაუტანა, წელს მხოლოდ ორით დაკმაყოფილდა, მაგრამ ძალთა შეფარდება პრაქტიკულად იგივე იყო. მატჩის ბოლოს "მეთოფეთა" ფანებმა შესძახეს, დაგვიბრუნეთ "არსენალიო". ეს მხოლოდ მათ არ სურთ".

ენდი დანი, "დეილი მირორი":
"ვან პერსის არ გაუცია შესაბამისი პასუხი შეურაცხმყოფელი შეძახილებისთვის, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, არანაკლები იყო.

არ ვგულისხმობ გოლს, არც მაისურას, რომელიც მან შესვენების დაწყებამდე ანდრე სანტოსს აჩუქა და იმასაც კი არა, რომ საპასუხოდ ბრაზილიელისთვის არაფერი უთხოვია. ლონდონელთათვის ესოდენ დამამცირებელი სიტუაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამჟამინდელ "არსენალში" ადამსის, ვიეირას, პეტისა და დიქსონის მხოლოდ აჩრდილები თამაშობენ.

ამ გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, პირველ რიგში, სწორედ სანტოსი, ვისაც უბრალოდ გაუმართლა, რომ ამ დონის გუნდში მოხვდა. შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რა რეაქცია ექნებოდა ვიეირას, ოდესმე მისთვის მავან "უძლეველს" მაისურა რომ ეთხოვა. კარგად დაფიქრდით ამაზე".


ციფრები
*
"არსენალი" საშუალოდ 21,6 ართმევას ახორციელებს თამაშის განმავლობაში. "იუნაიტედთან" ეს 10-ჯერ მოხდა (9 შედეგიანად).
* 22-ჯერ ართმევს ბურთს მეტოქეს "მანჩესტერი", 22-ჯერ მოახერხა "არსენალთან" (17-ჯერ შედეგიანად).
* "არსენალის" ანგარიშზე საშუალოდ 16,9 ჩაჭრა მოდის. 12-ჯერ მოახერხა "იუნაიტედთან".
* "იუნაიტედი" 11,6-ჯერ ახერხებს გადაცემის ჩაჭრას. 20-ჯერ შეძლო "არსენალთან".
* 5-ჯერ წაართვეს ბურთი სანტი კასორლას, 2-2-ჯერ პატრიკ ევრასა და ეშლი იანგს.
* ოლივიე ჟირუმ 4-ჯერ მისცა პასი მეტოქეს. მას 4-ჯერ აართვეს ბურთი.
* 2-2-ჯერ გაუკეთეს პასი არსენალელს ევრამ და იანგმა.
* "არსენალმა" 79 პასი გააკეთა მეტოქის საჯარიმოსთან, 75 - "მანჩესტერ იუნაიტედმა". მეტოქის საჯარიმოსთან "არსენალი" საშუალოდ 134 პასს აკეთებს, რაც საერთო პასების 26%-ია. "იუნაიტედთან" ამ მაჩვენებელმა 13%-მდე დაიკლო.
* 6-ჯერ ჩაჭრა მეტოქის გადაცემა მაიკლ კერიკმა, 5-ჯერ უეინ რუნიმ, 4-ჯერ არტეტამ.
* 2-2-ჯერ აართვეს ბურთი მეტოქეს ბაკარი სანიამ, ლუკას პოდოლსკიმ და ანდრე სანტოსმა, 4-ჯერ რუნიმ (4 მცდელობიდან). ართმევაზე ბურთი არ მოუპოვებიათ არტეტასა და ჯეკ უილშირს. სამაგიეროდ, უკანასკნელი 3-ჯერ დაჯარიმდა.
* არტეტა საშუალოდ 90,6 პასს აკეთებს სეზონის განმავლობაში. ამჯერად მან მხოლოდ 65 შეასრულა, აქედან მხოლოდ 40% იყო წინ, 60% კი გვერდით ან უკან.
* 101 გადაცემა შეასრულა ამ შეხვედრაში პერ მერტეზაკერმა. საშუალოდ ის 57,1 პასს აკეთებს.

ტურის გმირი მარუან ფელაინი (ევერტონი)
ლივერპულელთა 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. სწორედ ტანმაღალი ბელგიელის დამსახურებაა, რომ მერსისაიდელები ცხრილის მე-4 საფეხურზე არიან მოკალათებულნი.

ის "ფულჰემთან" შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში აქტიურობდა, ასწრებდა უკანა ხაზის დახმარებასაც და უშუალოდ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებასაც.

რომ არა ბედის ირონია, "ლურჯები" აუცილებლად მოიპოვებდნენ სამ ქულას.

ტურის მწვრთნელი: რობერტო მარტინესი (უიგანი)
39 წლის ესპანელმა სპეციალისტმა 2011/12 წლების სეზონის მიწურულს "უიგანი" ისე აათამაშა, რომ ჩემპიონატის ლიდერებსაც ძილი დაუფრთხო, მიმდინარეში კი ჯერჯერობით სუსტად გამოიყურება.

ჩვენი ინგლისელი კოლეგების დიდი ნაწილი ელოდება, როდის განმეორდება შარშანდელი სასწაული. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. პრემიერლიგას "წყლის ამმღვრევი" კიდევ ერთი გუნდი ნამდვილად არ აწყენს.

Sportall.Ge

ბომბარდირები
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული)
6 - მიგელ მიჩუ (სუონსი)
5 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), მარუან ფელაინი (ევერტონი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)

ასისტენტები
5 - ხუან მატა (ჩელსი), ედენ აზარი (ჩელსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
4 - ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), ბრაიან რუისი (ფულჰემი), ჯობი მაკანუფი (რედინგი)

გოლი+პასი
11 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+3
9 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 7+2, ხუან მატა (ჩელსი) - 4+5
7 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 6+1, მარუან ფელაინი (ევერტონი) - 5+2, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 5+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 2+5, დემბა ბა (ნიუკასლი) - 7+0, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 2+5, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 4+3

გაფრთხილებები
5 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ანხელ რანხელი (სუონსი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი)
4 - პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. ედენ აზარი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
99 მატჩი
65 მოგება
34 ფრე
47 მშრალად შენახული კარები
279 გოლი
2.84 საშუალო შედეგიანობა
12 ავტოგოლი
1 391 ზუსტი დარტყმა კარებში
1 116 აცილება
428 ფეხბურთელი
282 ლეგიონერი
69 ეროვნების მოთამაშე
2 ჰეთ თრიკი
312 ყვითელი ბარათი
19 წითელი ბარათი
3 498 058 ფანი ტრიბუნებზე

მომდევნო ტური
10 ნოემბერი
არსენალი-ფულჰემი, ევერტონი-სანდერლენდი, რედინგი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-სუონსი, სტოკი-ქუინზ პარკი, უიგანი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი

11 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, ჩელსი-ლივერპული

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური: რობინ ვან პერსიმ "მანიუ" თავში დასვა
ენდი დანი, "დეილი მირორი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული