ლონდონის "ჩელსი" რადამელ ფალკაოში 60 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მზადაა, 60 მილიონი ევრო გაიღოს მადრიდის "ატლეტიკოსა" და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდ რადამელ ფალკაოს შესაძენად.

როგორც goal.com იტყობინება, მხარეებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას და გარიგება უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, იანვარში შედგება.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის კონტრაქტში გასაყიდ ფასად სწორედ 60 მილიონი ევროა აღნიშნული, მის გადაბირებაში კი "ჩელსის" ისეთი მოცილეები ჰყავს, როგორიც "მანჩესტერ სიტი" და პსჟ-ია.

რადამელი "ატლეტიკოს" მოთამაშე გასული წლის ზაფხულში, "პორტოდან" გადასვლის შემდეგ გახდა. ფეხბურთელმა ევროპის ლიგის მოგება ამ ორივე გუნდთან ერთად იზეიმა.

ამ დროისთვის ფალკაო ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე
ადგილს იკავებს. 10 გატანილი ბურთით კოლუმბიელი მხოლოდ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება, რომლებსაც შესაბამისად, 15 და 13 გოლები აქვთ გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული