ლონდონის "არსენალი" ხოსე რეინას შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" იანვარში "ლივერპულის" მეკარის, ხოსე რეინას შეძენას გეგმავს.

30 წლის ესპანელი გოლკიპერი ლონდონელთა კარის დარაჯის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად განიხილება.

გარდა ესპანელისა, "მეთოფეთა" სიაში მიშელ ვორმი (სუონსი) და ტომას სორენსენი (სტოკ სიტი) შედიან.

სამივე კანდიდატს "არსენალი" ვოიცეხ შჩესნის კონკურენტად მიიჩნევს.

"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრფორვარდისა და ჰავბეკის შეძენასაც გეგმავს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ შემადგენლობის გასაძლიერებლად "არსენალი" 40 მილიონამდე ფუნტს დახარჯავდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული