"მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, სკოლაში ყველანი იაპონურ მულტფილმს ფეხბურთზე, "კაპიტან ცუბასას" ვუყურებდით.
ესპანეთში ამ სერიალს "ოლივერი და ბენჟი" ერქვა და ის ახალგაზრდული გუნდის ორ მოთამაშეზე იყო, რომლებიც ნაკრებში აღმოჩნდებიან და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოიგებენ.
შემდეგ ისინი ევროპაში გადაბარგდებიან, ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო - "ბარსელონასა" და "ბაიერნში".
ფეხბურთის თამაში სწორედ ამ მულტფილმის ეშხით დავიწყე, თუმცა ჩემს არჩევანზე გარკვეულწილად ძმამაც იქონია გავლენა.
ძალიან მიყვარდა ის სერიალი. მინდოდა ოლივერი
13 დეკემბერს ლონდონური კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკურ "მონტერეის" დაუპირისპირდება.
ესპანელ ფორვარდს უკვირს ის, რომ ამ ტურნირს ბევრი დიდ ყურადღებას არ აქცევს.
"როგორ შეიძლება, ასეთ შეჯიბრს ადამიანები არასათანადო ყურადღებას უთმობდნენ? კლუბებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.
შესაძლოა, ევროპაში ის ვიღაცეებისთვის მეორეხარისხოვანი იყოს, მაგრამ არა ჩემთვის - ეს ხომ არც არდადეგებია და არც შვებულება, ეს მსოფლიოს ჩემპიონატია!" - თქვა ტორესმა.
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: რაფაელ ბენიტესს მხარი უნდა დავუჭიროთ
რაფაელ ბენიტესი: მოედანზე ფერნანდო ტორესის გადაადგილება გავაანალიზე