ფერნანდო ტორესი: ფეხბურთის თამაში მულტფილმის ეშხით დავიწყე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ჟურნალისტებს უამბო, როგორ მოინდომა ფეხბურთელად გახდომა მულტფილმის ყურების შემდეგ.

"მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, სკოლაში ყველანი იაპონუ მულტფილმს ფეხბურთზე, "კაპიტან ცუბასას" ვუყურებდით.

ესპანეთში ამ სერიალს "ოლივერი და ბენჟი" ერქვა და ის ახალგაზრდული გუნდის ორ მოთამაშეზე იყო, რომლებიც ნაკრებში აღმოჩნდებიან და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოიგებენ.

შემდეგ ისინი ევროპაში გადაბარგდებიან, ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო - "ბარსელონასა" და "ბაიერნში".

ფეხბურთის თამაში სწორედ ამ მულტფილმის ეშხით დავიწყე, თუმცა ჩემს არჩევანზე გარკვეულწილად ძმამაც
იქონია გავლენა.

ძალიან მიყვარდა ის სერიალი. მინდოდა ოლივერი
ვყოფილიყავი, რომელიც მოედნის მოთამაშე იყო, ბენჯი კი - მეკარე", -
გაიხსენა თავისი ყმაწვილობა ტორესმა "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

13 დეკემბერს ლონდონური კლუბი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მექსიკურ "მონტერეის" დაუპირისპირდება.

ესპანელ ფორვარდს უკვირს ის, რომ ამ ტურნირს ბევრი დიდ ყურადღებას არ აქცევს.

"როგორ შეიძლება, ასეთ შეჯიბრს ადამიანები არასათანადო ყურადღებას უთმობდნენ? კლუბებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.

შესაძლოა, ევროპაში ის ვიღაცეებისთვის მეორე
ხარისხოვანი იყოს, მაგრამ არა ჩემთვის - ეს ხომ არც არდადეგებია და არც შვებულება, ეს მსოფლიოს ჩემპიონატია!" - თქვა ტორესმა.

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესი: რაფაელ ბენიტესს მხარი უნდა დავუჭიროთ
რაფაელ ბენიტესი: მოედანზე ფერნანდო ტორესის გადაადგილება გავაანალიზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული