ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვეულ ამპლუაში [VIDEO]

AutoSharing Option
XIX ტურის ცენტრალური მატჩი "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართა. "ნიუკასლმა" მასპინძელს ბევრი სანერვიულო გაუჩინა.

საბოლოოდ ყველაფერი მაინც "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ იქამდე მანკუნიანელთა ფანებს ერთი-ორი ჭაღარა კი შეემატებოდათ.

"იუნაიტედმა" თამაში დაბალ ტემპში დაიწყო. სუსტი იყო სქოულზი, ვინც შეტევების ორგანიზებას ვერა და ვერ ახერხებდა. ოდესღაც უბადლო "დირიჟორს" სერიოზული წუნი ჰქონდა გადაცემებში. ანგარიში კერიკის მიერ ბურთის დაკარგვის შემდეგ გაიხსნა.

დე ხეამ ბას დარტყმა პერჩს "გადააბარა" - 0:1. ევანსს გაუმართლა, როცა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად 3 წუთში მასზე უბედურს მოედანზე ვერავის ნახავდით. ჩრდილოირლანდიელმა ბურთი
საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამ ეპიზოდში საეჭვოდ მოგვეჩვენა სისეს პასიური თამაშგარე. ჩვენი აზრით, არბიტრს გოლი არ უნდა ჩაეთვალა. მეორე ნახევარში "იუნაიტედმა" საქმეს სერიოზულად მოკიდა ხელი და სტუმარი საკუთარ ნახევარზე ჩაკეტა.

მართალია, დაცვამ კიდევ ერთი მატჩი ჩააგდო, მაგრამ თავდასხმამ იყოჩაღა. ერნანდესმა და ვან პერსიმ "კაჭკაჭებზე" გამარჯვება დიდი მონდომებით გამოჭედეს.

"იუნაიტედის" ფანებისთვის ერთი სამწუხარო ინფორმაციაც გვაქვს: "ნიუკასლთან" მატჩამდე უეინ რუნიმ მუხლის ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, გუნდს უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 4:3


პარალელურად, სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" "შავმა კატებმა" მოქმედი ჩემპიონები მიიღეს.

"ქალაქელები" ამ არენაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ და თანაქალაქელს პირველი წრის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გადაულოცეს.

"სიტიმ" დამსახურებულად წააგო. რობერტო მანჩინის გუნდი მისმა ყოფილმა წევრმა ადამ ჯონსონმა შორეული დარტყმით დასაჯა. 100%-იანი მომენტი გაანიავა სტეფან სესინიონმაც. ჩემპიონებს კი შერჩათ ხახვივით მხოლოდ ტერიტორიული უპირატესობა.

VideoSportall.Ge
სანდერლედი - მანჩესტერ სიტი 1:0


მეორეადგილოსანთან სხვაობა შეამცირა "ჩელსიმ". "ნორვიჩმა" დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ 38-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან ოსკარისა და ხუან მატას მიერ გათამაშებული კომბინაცია მაინც გაეპარა. ესპანელმა ძლიერი დარტყმით დააშამათა მარკ ბანი.

VideoSportall.Ge
ნორვიჩი - ჩელსი 0:1


"ვილა პარკზე" გვიან საღამოს დაიწყო "ტოტენჰემის" თამაში. ბირმინგემელები წინა ტურში მიღებული ფსიქოლოგიური შოკიდან აშკარად არ გამოსულან. საბოლოო ანგარიში სწორედ ამაზე მოწმობს.

ლომის წილი პოლ ლამბერტის გუნდის გაუბედურებაში გარეთ ბეილმა დაიდო. უელსელის ანგარიშზე ჰეთ თრიკია.



ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური

ევერტონი-უიგანი 2:1
გოლები: 1:0 ოსმანი (52), 2:0 იაგიელკა (77), 2:1 კონე (82)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, ნევილი - პიენაარი, გიბსონი (46. ნეისმიტი), ჰიტცლშპერგერი (70. ჰეიტინგა), ოსმანი - ანიჩებე (70. ოვიედო), იელავიჩი
უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, ფიგეროა, სტამი (79. გომესი) - მაკარტი, დ. ჯონსი (72. დი სანტო), მაკარტური, ბოსეჟური - მელონი, კონე
გაფრთხილება: იელავიჩი - ბოსეჟური, ფიგეროა, კოლდუელი
კარში დარტყმა: 10-6 (4-3) კუთხური: 11-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 10-12 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 38 749

ფულჰემი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ბერბატოვი (9), 1:1 ლამბერტი (85)
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - რიისე, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიტერი - კაჩანიკლიჩი (46. რუისი), სიდუელი, ბერდი, დეჟაგა (68. ფრეი) - როდალიეგა (78. კარაგუნისი) - ბერბატოვი
საუთჰემპტონი (4-3-3): კ. დევისი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, შოუ - შნაიდერლინი, ს. დევისი (78. როდრიგესი), კორკი - პანჩეონი, ლამბერტი, რამირესი (90+3. დო პრადო)
გაფრთხილება: ბერბატოვი, რიისე, სენდეროსი -
კარში დარტყმა: 9-7 (1-3) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 25 700

იუნაიტედი-ნიუკასლი 4:3
გოლები: 0:1 პერჩი (4), 1:1 ევანსი (25), 1:2 ევანსი (28-ს.კ-ში), 2:2 ევრა (58), 2:3 სისე (68), 3:3 ვან პერსი (71), 4:3 ერნანდესი (90)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ევანსი, ფერდინანდი, სმოლინგი - გიგზი, სქოულზი (70. კლევერლი), კერიკი, ვალენსია - ერნანდესი (90+1. ფლეტჩერი), ვან პერსი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ანიტა, პერჩი, ბიგირიმანა (65. ობერტანი), მარვო - სისე (80. ს. ამეობი), ბა (72. შ. ამეობი)
გაფრთხილება: ევანსი, ერნანდესი, ვალენსია - უილიამსონი, სიმპსონი, სისე
კარში დარტყმა: 14-14 (9-11) კუთხური: 2-2 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 14-17 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 75 596

ნორვიჩი-ჩელსი 0:1
გოლები: 0:1 მატა (38)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - გარიდო, ბასონგი, ტერნერი, მარტინი - პიკლინგტონი (79. მორისონი), ბ. ჯონსონი (81. ჰოუსონი), ტეტი, სნოდგრასი - ჰულაჰანი (89. ე. ბენეტი) - ჰოლტი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - კოული, ივანოვიჩი, კეჰილი, ასპილიკუეტა - მიკელი (73. ლამპარდი), ლუისი - მატა (90. აკე), ოსკარი, მოზესი (79. აზარი) - ტორესი
გაფრთხილება: ბ. ჯონსონი - აზარი
კარში დარტყმა: 4-13 (1-5) კუთხური: 5-7 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 8-9 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 831

ქუინზ პარკი-ვესტ ბრომ. 1:2
გოლები: 0:1 ბრანტი (29), 0:2 გრინი (50-ს.კ-ში), 1:2 ჯ. სისე (69)
ქუინზ პარკი (4-2-3-1): გრინი - ტრაორე, ჰილი, ა. ფერდინანდი, ფაბიო (64. ჰოილეტი) - ფორლინი (64. დიაკიტე), მბია - რაიტ-ფილიპსი, მაკი, ტაარაბტი - სისე
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, პოპოვი (35. რიჯუელი) - მულუმბუ, მორისონი (86. ტამაში) - ფორჩუნი, გერა, ბრანტი - ლუკაკუ (76. ლონგი)
გაფრთხილება: მბია -
კარში დარტყმა: 16-10 (5-4) კუთხური: 14-9 თამაშგარე: 2-3 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 17 782

რედინგი-სუონსი 0:0
რედინგი (4-3-2-1): ფედერიჩი - ჰარტი, მარიაპა, პირსი, განტერი - კარაჩანი, ლიგერტვუდი, გატრი - მაკანუფი (61. რობსონ-კანუ), კებე - პოგრებნიაკი (61. ლე ფონდრე)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - კი, ბრიტონი (68. აგუსტიენი) - დაიერი, რუტლეჯი, მიჩუ (80. შეხტერი) - მური (68. დე გუზმანი)
გაფრთხილება: პოგრებნიაკი, ლე ფონდრე - ტიენდალი
კარში დარტყმა: 1-8 (0-2) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 17-16 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 24 050

სანდერლენდი-სიტი 1:0
გოლები: 1:0 ე. ჯონსონი (53)
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - როუზი (89. ბერდსლი), კილგალონი, კუელიარი, ლარსონი (79. ფ. კემპბელი) -სესინიონი, ა. ჯონსონი, კოლბეკი, გარდნერი, მაკლინი - ფლეტჩერი
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, კ. ტურე, ნასტასიჩი - მილნერი, ხ. გარსია (89. ლესკოტი), ი. ტურე (87. ბერი), დ. სილვა - აგუერო, ტევესი (72. ჯეკო)
გაფრთხილება: კოლბეკი - კომპანი, ხ. გარსია, ნასტასიჩი
კარში დარტყმა: 10-14 (5-8) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 15-16 ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 42 190

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 0:4
გოლები: 0:1 დეფო (57), 0:2 ბეილი (61), 0:3 ბეილი (73), 0:4 ბეილი (84)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბეიკერი (45. აირლანდი), კლარკი, ჰერდი, ლოუტონი - დელფი, ელ აჰმადი, ვესტვუდი (46. ოლბრაიტონი), ჯ. ბენეტი - ბენტეკე, ჰოლმენი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, გალასი, ვერტონგენი, ნაუტონი - დემბელე (67. პარკერი), სანდრო, ლენონი, ბეილი (85. თაუსენდი) - დეფო, ადებაიორი (79. სიგურდსონი)
გაფრთხილება: დელფი -
კარში დარტყმა: 4-12 (2-8) კუთხური: 2-16 თამაშგარე: 4-1 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი:

სტოკ სიტი-ლივერპული 3:1
გოლები: 0:1 ჯერარდი (2), 1:1 უოლტერსი (5), 2:1 კ. ჯონსი (12), 3:1 უოლტერსი (49)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კემერონი - ეთერინგტონი (83. შოტონი), უელანი, ნზონზი, კაიტლი (70. უაიტჰედი) - უოლტერსი, კ. ჯონსი (78. კრაუჩი)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, ლუკასი (59. ჰენდერსონი) - დაუნინგი (77. ჯ. კოული), შელვი, სუსო (46. სტერლინგი) - სუარესი
გაფრთხილება: შოუკროსი, კემერონი, უელანი - სუარესი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 27 490

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები: 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 11 - დემბა ბა (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული)

მომდევნო ტური
29 დეკემბერი:
სანდერლენდი-ტოტენჰემი, ასტონ ვილა-უიგანი, ფულჰემი-სუონსი, იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი, ნორვიჩი-სიტი, რედინგი-ვესტ ჰემი, სტოკ სიტი-საუთჰემპტონი, არსენალი-ნიუკასლი

30 დეკემბერი:
ევერტონი-ჩელსი, ქუინზ პარკი-ლივერპული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული