ფრენკ ლემპარდის გადაბირება, "ლაციოს" გარდა, "ინტერსაც" სურს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველის, ფრენკ ლემპარდის გადაბირების შესაძლებლობას განიხილავს.

"ნერაძურის" ბოსებს გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერება გამოცდილი ფეხბურთელით სურთ და სწორედ ამიტომ მათი მზერა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელისადმია მიმართული.

იტალიელებს "ჩელსის" ფეხბურთელის აყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ამ წლის ზაფხულში სურთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლემპარდით დაინტერესებულია რომის "ლაციოც".

რაც შეეხება ფეხბურთელს, 2013 წლის 1 იანვრიდან მას აქვს უფლება, კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ნებისმიერ კლუბთან წარმართოს.

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
ფრენკ ლემპარდი: ფრე მაინც უნდა გვეთამაშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული