"მანჩესტერ სიტი" მარიო ბალოტელის 30 მლნ ევროდ აფასებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "მილანი" ბოლოს და ბოლოს მაინც მოინდომებს ფორვარდ მარიო ბალოტელის 30 მილიონ ევროდ შეძენას.

მიუხედავად "როსონერის" პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ამასწინანდელი განცხადებისა, რომელმაც ბალოტელის "დამპალი ვაშლი" უწოდა, მანჩესტერულ კლუბში ჯერ კიდევ აქვთ მოლოდინი, რომ იტალიური კლუბი 22 წლის თავდამსხმელს შეიძენს.

თუ რატომ სურს "მანჩესტერ სიტის" იტალიის ნაკრების ფორვარდის თავიდან მოშორება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მარიო ვერაფრით "დაჭკვიანდა". სულ ახლახან მან ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი, თანამემამულე რობერტო მანჩინი წყობიდან გამოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ბალოტელი მილანის მეორე გუნდიდან,
"ინტერიდან" გადაბარგდა, სადაც რთული ხასიათის გამო ასევე პრობლემები ჰქონდა.

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს
ბალოტელის მიერ დანგრეული ხიდი
რობერტო მანჩინი: მოთმინება ორი წამით დავკარგე, ხდება ხოლმე...
მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული