კლინტ დემპსიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაფერი წყალში ჩაუყარა

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის ლიდერმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო წამებზე ვერ შეინარჩუნა გამარჯვება და ლონდონში "ტოტენჰემს" 1:1 დაუზავდა.

"იუნაიტედი" ჩემპიონატის ბომბარდირმა, რობინ ვან პერსიმ პირველ ტაიმში დააწინაურა, მაგრამ თამაშის უკანასკნელ წუთზე ამერიკელმა კლინტ დემპსიმ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდს ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, დავიდ დე ხეას კარგი თამაში, რომელმაც სტუმრები არაერთხელ იხსნა გოლისგან.

"იუნაიტედი" "სიტის" ახლა მხოლოდ 5 ქულითღა უსწრებს.

ასევე იხილეთ:
ლონდონის დერბი არისტოკრატებმა მოიგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული