პრემიერლიგა. XXIII ტურის შეჯამება: იუბილარი ვეტერანი

AutoSharing Option
ოუენის 150
მაიკლ ოუენმა “სტოკ სიტის” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მიაშურა. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ვეტერანი ახალ კლუბში მაინც დააღწევდა თავს გაუთავებელ ტრავმებს და ძირითადში მოსახვედრად პიტერ კრაუჩსა და კენუაინ ჯონსს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ვეტერანი თავდამსხმელი თანაგუნდელებს აქამდე, პრაქტიკულად, არაფრით დახმარებია.

არც “სუონსის” კარში გატანილი პრესტიჟის გოლი იქნებოდა დიდად აღსანიშნი, რომ არა ერთი გარემოება: ოუენმა კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, რითაც ის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-7 ადგილზე გა
დავიდა. ამ შედეგით მაიკლი მოქმედ ფეხბურთელებს შორის მეოთხეა.

150 და მეტი ბურთი ინგლისის ჩემპიონატის ელიტურ ლიგაში გაუტანიათ:
1. ალან შირერი 260
2. ენდი კოული 187
3. ტიერი ანრი 175
4. რობი ფაულერი 162
5. ფრენკ ლამპარდი 157
6. უეინ რუნი 151
7. მაიკლ ოუენი 150

ბომბარდირები
18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
16 - ლუის სუარესი (ლივერპული)
14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ასისტენტები
8 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ხუან მატა (ჩელსი)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი)

გოლი+პასი
24 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 18+6
19 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 16+3
16 - ხუან მატა (ჩელსი) – 8+8
15 - თეო უოლკოტი (არსენალი) 9+6

გაფრთხილებები
7 – კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაიკ უილიამსონი (ნიუკასლი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ედენ აზარი (ჩელსი)
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
229 მატჩი
160 მოგება
69 ფრე
117 მშრალად შენახული კარები
21 უგოლო მატჩი
651 გოლი
6 ჰეთ თრიკი
39 პენალტი
21 ჯარიმა
121 თავით
470 ფეხით (+სხვა)
2.84 საშუალო შედეგიანობა
31 ავტოგოლი
477 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
71 ეროვნების მოთამაშე
315 ლეგიონერი
696 ყვითელი ბარათი
29 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
21 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი
XXIII ტურში პრემიერლიგაში განსაკუთრებული სენსაცია არ მომხდარა და შესაბამისად, მწვრთნელებს შორის მხოლოდ ორია გამოსაყოფი - ბრაიან მაკდერმოტი, ვისმა “რედინგმაც” “ნიუკასლთან” შეხვედრა (2:1) შემოატრიალა და ბრენდან როჯერსი - ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტის შეგირდებმა “ნორვიჩი” გაასწორეს მიწასთან (5:0).

ჩვენი არჩევანი უკანასკნელზე შეჩერდა. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდით. განსაკუთრებით მან თავდამსხმელთა დუეტი (სუარესი-სტარიჯი) გამოჰყო:

“სუარესი ზუსტად ისეთ მაღალ დონეზე თამაშობდა, როგორც წინა შეხვედრებში. ის 100%-ით დაიხარჯა. სტარიჯმა კი დაამტკიცა, რომ მხოლოდ ბოლომდე ბრძოლა კი არ შეუძლია, არამედ შესანიშნავი საფეხბურთო აზროვნება აქვს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს დუეტი მეტოქეებს კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე”.

ტურის გმირი
XXIII ტურში დუბლი ოთხმა ფეხბურთელმა შეასრულა – სუონსელმა ჯონათან დე გუზმანმა “სტოკ სიტისთან”, “ქალაქელმა” დავიდ სილვამ – “ფულჰემთან”, სანდერლენდელმა სტივენ ფლეტჩერმა “უიგანთან” და რედინგელმა ადამ ლე ფონდრემ “ნიუკასლთან”.

უკანასკნელის მიღწევა განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ, რადგან 26 წლის თავდამსხმელმა მოედანზე სულ რაღაც 20 წუთი გაატარა, დუბლის შესასრულებლად კი 8 ეყო. აღსანიშნავია, რომ ადამისთვის ეს მიჯრით მეორე თამაშია, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულს გააქვს. წინა ტურში მან “ვესტ ბრომვიჩთან” პენალტით 88-ე წუთზე გაათანაბრა. სულ მის ანგარიშზე ჩემპიონატში 8 ბურთია. აღსანიშნავია, რომ მეორე ეპიზოდში საგოლე გადაცემა “არისტოკრატების” ახალწვეულმა, ასევე შეცვლაზე შესულმა ჰოუპ აკპანმა შეასრულა.

Sportall.Ge

23 იანვარი
არსენალი-ვესტ ჰემი 23:45

მომდევნო ტური

29 იანვარი 
ქუინზ პარკი-სიტი 23:45
ასტონ ვილა-ნიუკასლი 23:45
სტოკ სიტი-უიგანი 23:45
სანდერლენდი-სუონსი 23:45
რედინგი-ჩელსი 00:00

30 იანვარი 
ნორვიჩი-ტოტენჰემი 23:45
არსენალი-ლივერპული 23:45
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
ფულჰემი-ვესტ ჰემი 00:00
იუნაიტედი-საუთჰემპტონი 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIII ტური: ხუთვარსკვლავიანი "ლივერპული" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული