"მეჯიქ" მიჩუ 2016 წლამდე "სუონსი სიტიში" დარჩა

AutoSharing Option
პრემიერლიგის სეზონის სენსაციამ, ესპანელმა ფორვარდმა მიგელ მიჩუმ "სუონსისთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე გაახანგრძლივა.

26 წლის ფეხბურთელი "რაიო ვალეკანოდან" 2,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა უელსურ კლუბში და უკვე 13 გოლის გატანა შეძლო. ახლა მიჩუს მთხოვნელთა რიგი დაუდგა, თანაც გაცილებით ძლიერი კლუბებიდან, ვიდრე "სუონსია", მაგრამ ესპანელი აცხადებს, რომ ისევ "ლიბერთი სტედიუმზე" სურს თამაში.

"ძალიან იოლად მივიღე გადაწყვეტილება. ახლა კარიერაში საუკეთესო დროება მიდგას და ამ პერიოდის "სუონსიში" გატარება მსურს. ყველაფერი მომწონს ინგლისში - ქალაქი, კლუბი, ხელმძღვანელობა, ფანები... ყველაფრით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა "მეჯიქ" მიჩუმ,
როგორც მას კლუბში ეძახიან.

ასევე იხილეთ:
მიკაელ ლაუდრუპი: მიჩუს ყიდვა წლის ტრანსფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული