26 წლის ფეხბურთელი "რაიო ვალეკანოდან" 2,2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა უელსურ კლუბში და უკვე 13 გოლის გატანა შეძლო. ახლა მიჩუს მთხოვნელთა რიგი დაუდგა, თანაც გაცილებით ძლიერი კლუბებიდან, ვიდრე "სუონსია", მაგრამ ესპანელი აცხადებს, რომ ისევ "ლიბერთი სტედიუმზე" სურს თამაში.
"ძალიან იოლად მივიღე გადაწყვეტილება. ახლა კარიერაში საუკეთესო დროება მიდგას და ამ პერიოდის "სუონსიში" გატარება მსურს. ყველაფერი მომწონს ინგლისში - ქალაქი, კლუბი, ხელმძღვანელობა, ფანები... ყველაფრით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა "მეჯიქ" მიჩუმ,
ასევე იხილეთ:
მიკაელ ლაუდრუპი: მიჩუს ყიდვა წლის ტრანსფერია