უეინ რუნი: ბრაზილიის ნაკრებთან ვიბრძოლეთ და მოვიგეთ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ თანაგუნდელი ფრენკ ლემპარდი შეაქო გამარჯვების გოლისთვის, რომლმაც მან ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან (2:1) ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

"პასის გასაკეთებლად მომენტს ველოდებოდი. მცველს გავცდი და ბურთი ლემპარდს გადავაწოდე. მან ბრწყინვალედ დაასრულა შეტევა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია.

სულელური ბურთი გავუშვით, რომლის გამო შეგვეძლო ვერ მოგვეგო. თამაშში დაბრუნება და გამარჯვება მაგარია.

შეგვეძლო თამაში ჩაგვეკეტა და წაგვეგო ან ფრედ დაგვესრულებინა მატჩი. ბრაზილიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათთან თამაში ძნელი იყო, მაგრამ ამ ამოცანს თავი კარგად გავართვით. ვიბრძოლეთ და მოვიგეთ",
- თქვა რუნიმ.

VideoSportall.Ge
ინგლისი - ბრაზილია 2:1


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ამხანაგური მატჩები: საფრანგეთი საქართველოს ნირწამხდარი დაუხვდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული