ვარსკვლავი: მარუან ფელაინი მსაჯებზე გაღიზიანებულია

AutoSharing Option
"ევერტონის" 25 წლის ბელგიელი ცენტრალური ნახევარმცველი მარუან ფელაინი გაღიზიანებულია ინგლისელი არბიტრების მუშაობით. მსაჯებს ის ბრალს სდებს, რომ თანამემამულე ფეხბურთელების მიმართ ბევრად მიმტევებლები არიან, ვიდრე ლეგიონერებისადმი. აი, რა თქვა მან "სქაი სპორტსთან" ინტერვიუში:

"ევერტონში" ჩემს პირველ სეზონში 12 ყვითელი ბარათი მივიღე. სპეციალურმა კომისიამ კლუბს ანგარიშიც კი წარუდგინა ყოველ გაფრთხილებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მეჩვენება, რომ ხშირად ზედმეტად მკაცრად მსჯიდნენ. იცით რა? წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ჩემი გარეგნობაც არის - სხვებზე მაღალი ვარ, თმის ვარცხნილობაც განსხვავებული მაქვს. მეჩვენება,
რომ მსაჯები განსაკუთრებულად აკვირდებიან ჩემს თამაშს. რაც უნდა მოხდეს, არასოდეს მივცემ ჩემს მეტოქეებს იმის უფლებას, რომ ფეხი წამაცალონ ან თავი გამიტეხონ. მაგალითად, "სტოკ სიტისთან" მეტოქე უხეშობის ზღვარს მიღმა იყო გადასული. არბიტრს (ლაპარაკია მარკ ჰალსიზე. რედ) საკუთარი ფუნქციები კეთილსინდისიერად რომ შეესრულებინა, მე არ გამაძევებდა. რაიან შოუკროსს ნამდვილად ძალიან ცუდად მოვექეცი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ იქამდე მას მთელი თამაში ხელით ვეჭირე, ამის გამო კი მისთვის ხმა არავის გაუცია. რაიანი ინგლისელია და პრობლემა ამიტომ არ შექმნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინის სერიოზული უსიამოვნება ელის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული