წერილში, რომელიც ფილ პარკინსონის ფეხბურთელებმა მიიღეს, ეწერა, რომ ეს პატივი მათ განსაკუთრებული წარმატებების წყალობით დაიმსახურეს. დალაი-ლამა მართალია. სხვაგვარად შეუძლებელია შეფასდეს ქვედალიგელის ამხელა ნახტომი. "უემბლის" საგზურის ხელში ჩასაგდებად ხომ მათ ურთულესი გზა გაიარეს, დაამარცხეს რა "ნოთს ქაუნთი" 1:0 (I ეტაპი), "ბრედფორდი" 2:1 (II), "ბარტონ ალბიონი" 3:2 (III), "უიგანი" 0:0 (პენ, IV), "არსენალი" 1:1 (პენ, 1/4-ფინალი), "ასტონ ვილა" 3:1, 1:2 (1/2-ფინალი).
უელსელებმა დალაი-ლამას დალოცვას თამაშის
ფილ პარკინსონი (ბრედფორდი): "აქამდეც ასე იყო და ახლაც არაფერი შეცვლილა. ჩვენ ლიგის თასის აუტსაიდერები ვართ. თუმცა ფეხბურთში არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. წინდაწინ უნდა შევეგუოთ, რომ "სუონსი" ბურთს წაგვართმევს, რადგან ის ამას პრემიერლიგელების წინააღმდეგაც ახერხებს. ჩემს გუნდს ცოტა თავს ზემოთ ახტომა და იმის იმედად ყოფნა მოუწევს, რომ ეს უელსელების დღე არ იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ იქნება თანაბარი თამაში".
მიკაელ ლაუდრუპი (სუონსი): "როგორც ფეხბურთელმა უამრავი ტიტული მოვიგე. როგორც მწვრთნელისთვის კი ეს ჩემი მეოთხე ფინალია (მან 2003 და 2005 წლებში ორჯერ იმარჯვა დანიის თასზე "ბრონდბიუსთან" ერთად, 2008-ში კი "ხეტაფეში" ესპანეთის თასის ფინალში წააგო. რედ) და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. მოედანზე როცა ხარ, ეს უფრო იოლია, რადგან ერთ-ერთი ხარ გუნდში. მწვრთნელის რანგში კი ყველა თავსატეხი შენი ამოსახსნელია. როცა გუნდი პროგრესის გზას ადგას, ესე იგი შენი მუშაობის შედეგს ხედავ, ამაზე დიდი სიამოვნება ალბათ ძნელად წარმოსადგენია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალი: დაცემული შოტლანდიელის არჩევანი