საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ესპანელმა ფეხბურთელები თავისთან იხმო, რათა გულწრფელად ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა. გუნდის სახელით სიტყვა ტერიმ ითხოვა, ვისი დასკვნებიც მწვრთნელის შეფასებებისგან რადიკალურად განსხვავებული
ამავე თემას ეხება "გარდიანიც", სადაც ვკითხულობთ, რომ ბენიტესის კრიტიკის საპასუხოდ, თანაგუნდელები ვეტერანმა კაპიტანმა დაიცვა და მწვრთნელს პირში მიახალა, რომ წარუმატებლობებში მხოლოდ ფეხბურთელების დადანაშაულება, უბრალოდ, უსამართლობა იყო.
შოუს სტემფორდ ბრიჯზე იწვევენ
"ჩელსის" "საუთჰემპტონიდან" ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის წევრის, ლუკ შოუს შეძენა სურს. ლონდონელები მზად არიან, ნიჭიერ თინეიჯერში "წმინდანებს" 10 მილიონი ფუნტი გადაუხადონ. "ჩელსის" მარცხენა მცველის პოზიციაზე ორი ფეხბურთელი ჰყავს: 32 წლის ეშლი კოული (კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე) და 23 წლის რაიან ბერტრანი (ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე).
ინგლისის ნაკრების ვეტერან ვარსკვლავს "სტემფორდ ბრიჯზე" ღირსეული მემკვიდრე სჭირდება. დიდი იმედების მიუხედავად კი, ბერტრანის თამაშში სერიოზული პროგრესი არ შეინიშნება. რიგი გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ ფულის გარდა, "ჩელსიმ" "საუთჰემპტონს" რაიანის სატრანსფერო უფლებებიც შესთავაზოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: ჯონ ტერის ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს