"არსენალი" დენის ბერგკამპს ძეგლს დაუდგამს

AutoSharing Option
"არსენალი" ჰოლანდიელ ლეგენდას, დენის ბერგკამპს ძეგლს დაუდგამს.

ბერგკამპის ძეგლი ზაფხულში გაიხსნება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიერი ანრის, ტონი ადამსის და ჰერბერტ ჩეპმენის ძეგლების სიახლოვეს.

შეგახსენებთ, რომ დენის ბერგკამპი 11 წლის განმავლობაში თამაშობდა "არსენალში". დენისი 1995 წელს "ინტერისგან" 7,5 მილიონ ფუნტად იყიდეს. ფორვარდმა "არსენალს" ჩემპიონატი 3-ჯერ, ხოლო ასოციაციის თასი 4-ჯერ მოაგებინა, 315 თამაშში მან 87 გოლი გაიტანა.

43 წლის ბერგკამპი ახლა "აიაქსში" ფრანკ დე ბურის ასისტენტია. 

Sportall.Ge
ძეგლის დიზაინი აგებულია "ნიუკასლთან" ცნობილი მატჩის ცნობილი ფოტოს მიხედვით, რომელზეც დენისი ჰაერში ვირტუოზულად იმორჩილებს ბურთს.


ასევე
იხილეთ:

დენის ბერგკამპი ”სუონსის” მთავარი მწვრთნელი გახდება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული