ინგლისური პრესა: უეინ რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ უეინ რუნის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

5 მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში, "რეალის" წინააღმდეგ, რუნი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თავდასხმის ხაზში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უპირატესობა რობინ ვან პერსისა და დანი უელბეკის წყვილს მიანიჭა.

მართალია, მოგვიანებით რუნი მოედანზე გამოჩნდა, მაგრამ ამან მანკუნიანელები მარცხისგან ვეღარ იხსნა - 1:2.

უკვე მეორე დღეს ბრიტანულ გაზეთებში გამოჩნდა სათაურები, რომელთა თანახმად, რუნი გუნდს, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს დაემშვიდობება.

"დეილი ტელეგრაფისა" და "დეილი მეილის" ცნობით, 27 წლის ფორვარდის
ფასი 20 მილიონი ფუნტით განისაზღვრება, თუმცა მისი მსურველები შესაძლოა ფეხბურთელის მაღალმა ხელფასმა დააფრთხოს - ინგლისელი ფორვარდი კვირაში დაახლოებით 300 ათას ფუნტს იღებს.

რუნის მომავალთან დაკავშირებით აზრი მისმა ყოფილმა პარტნიორმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მაიკლ ოუენმაც გამოთქვა:

"რუნის მდგომარეობა გუნდში აშკარად საგანგაშოა. მადრიდის ”რეალთან” შეხვედრა სეზონის უმთავრესი მატჩი იყო, მწვრთნელმა კი ის სკამზე დასვა.

მრავალი წლის განმავლობაში ისე იყო, რომ უეინი ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. ზოგჯერ მას მარცხნივ, ხანაც თავდამსხმელის უკან ამწესებდნენ, მაგრამ ძირითადი გუნდიდან მისი ამოგდება? ეს პირდაპირ კბილებში დარტყმა იყო...

ახლა რუნის ორი გზა აქვს: ან ფორმის აღდეგანზე უნდა იმუშაოს, ან აღიაროს, რომ მწვრთნელს მისი აღარ ეიმედება და ამ ისტორიას წერტილი დაუსვას".


ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!
მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული