"ტელეგრაფის" ცნობით, ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილოა 27 წლის ვარსკვლავის საქმისადმი დამოკიდებულებით და მზადაა, ზაფხულზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 მილიონ ფუნტად გაყიდოს. მით უფრო, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესის შესახებ დიდი ხანია, ცნობილია. "გარდიანი" ასახელებს მეორე მოტივსაც: "ეშმაკებს" სახელფასო ფონდის შეკვეცა სურთ, რუნი კი გუნდში ყველაზე დიდ ანაზღაურებას იღებს. ბონუსების ჩათვლით, "იუნაიტედი" რუნის კვირაში 260 ათას ფუნტს (300 ათას
"ოლდ ტრეფორდიდან" მეგობრის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენიც. აი, რა თქვა 33 წლის ვეტერანმა skysports-თან ინტერვიუში: "რუნის კალიბრის ფეხბურთელისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ტაქტიკური მოსაზრებების გამო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კბილებში დარტყმას ჰგავს. უეინს ორი გზა აქვს: ყურადღება არ მიაქციოს იმას, რაც მოხდა ან უთხრას მენეჯერს, რომ მის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება.
თუკი საშუალო გაქანების თავდამსხმელი ხართ, შესაძლოა, თქვენი არჩევანი პრემიერლიგისა და ორიოდე ევროპული კლუბით შემოიფარგლოს, მაგრამ როცა ლაპარაკია რუნიზე, ვინ შეიძლება მისით დაინტერესდეს? "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი", პსჟ - ეს კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია".
იუნაიტედს მოგება დაუთვალეს
ბრიტანული "დეილი პოსტის" დათვლით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უეფასგან 39 მლნ ევროს მიიღებს. შარშან, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის შემდეგ, მათმა შემოსავალმა 30,4 მილიონი შეადგინა. არადა, "ეშმაკებს" ფინალში გასვლის შემთხვევაში მარტო უეფასგან 56 მილიონის მიღება შეეძლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისური პრესა: უეინ რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს