მიმდინარე სეზონში ურუგვაელი ფეხბურთელი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ამიერიდან სუარესი კვირაში 100 ათას ფუნტზე ოდნავ მეტს მიიღებს. ხელფასის გაზრდამდე ფეხბურთელს კვირაში 80 ათასი ფუნტი ჰქონდა.
ფორვარდის ხელფასის ზრდა "ლივერპულის" ხელმძღვანელობის პრემიათა სისტემამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, გუნდის სასარგებლო ფეხბურთელებს უფრო მეტად აფასებენ.
მიმდინარე სეზონში სუარესმა ინგლისის ჩემპიონატის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 21 გოლი გაიტანა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით