კარლოს ტევესი დაიჭირეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" 29 წლის არგენტინელ ფორვარდს, კარლოს ტევესს ფათერაკები მუდამ თან დაჰყვება - 7 მარტს ის დიდი ბრიტანეთის პოლიციამ მანქანის მართვისთვის დააკავა. არ არის გამორიცხული, რომ მას ციხეც დაემუქროს.

საქმე იმაშია, რომ იანვარში სასამართლომ ტევესს მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა, მაგრამ პოლციამ ის მაინც საჭესთან გამოიჭირა ჩეშირში, საკუთარ სახლთან ახლოს.

მოგვიანებით ტევესი შინ გაუშვეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მაქსიმალური სასჯელი ამ დანაშაულისთვის 6 თვიანი ციხე და 5 ათასი გირვანქა სტერლინგია. სხვათა შორის, ტევესი შინ იმიტომ გაუშვეს, რომ მაკლსფილდის პოლიციის
განყოფილებაში თარჯიმანი ვერ იშოვნეს, ის სამშაბათს არის დაბარებული.

იანვარში მას 6 თვით მართვის მოწმობა იმიტომ ჩამოართვეს, რომ იგნორირებას ეწეოდა პოლიციის გამოგზავნი ჯარიმებს. მოგვიანებით ეს მან იმით ახსნა, რომ ვერ გაიგო რას ნიშნავდა Cheshire Constabulary (ჩეშირის პოლიცია).

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს
კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტის" ახალ კონტრაქტზე არ დათანხმდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული