პოლ გასკოინი: მე მოვკვდი

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა პოლ გასკოინი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა, არიზონას კლინიკაში გატარებული 1-თვიანი კურსის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასკოინი ალკოჰოლიკია და ბოლო დროს ის ძალიან ცუდად იყო, ამერიკაში რეანიმაციაშიც მოხვდა.

სამშობლოში დაბრუნებულმა გასკოინმა "სანს" განუცხადა, რომ ის "პრაქტიკულად მკვდარი" იყო.

"ექიმებს არ ეგონათ, რომ გამოვძვრებოდი, მერე უთქვამთ, რომ ასეთი მწვავე შემთხვევა არც უნახავთ და არც გაუგიათ. მე სიკვდილთან ახლოს ვიყავი - მკვდარი ვიყავი პრაქტიკულად, ჩემი სხეული ძალიან ჰგავდა გვამს. უკვე ვფიქრობდი, რომ მივემგზავრებოდი სხვა სამყაროში", ამბობს გასკოინი.

45 წლის ყოფილი ფეხბურთელი ახლა
სხვა განწყობითაა, ამტკიცებს, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსია, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ასევე იხილეთ:
თავზარდამცემი სიმართლე გაზაზე




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული