ჟოზე მოურინიო ლონდონის "ჩელსიში" ბრუნდება?

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიომ უკვე მიაღწია შეთანხმებას "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან და ის ზაფხულში ლონდონურ კლუბში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს პორტუგალიელი ოჯახთან ერთად ლონდონს ეწვია.

წყაროს ცნობით, ჟოზეს და აბრამოვიჩს შორის უთანხმოება აღარ არსებობს. მას მერე, რაც რუსმა ოლიგარქმა ვერ გადაიბირა ხოსეპ გვარდიოლა ნისლიან ალბიონზე, მთელი ძალისხმევა ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაზე მიმართა.

ჟოზე მოურინიო ორშაბათს, საღამოს "სტემფორდ ბრიჯზე" ბრაზილიისა და რუსეთის ამხანაგურ მატჩს დაესწრო, რომელიც 1:1 დასრულდა.

სხვათა შორ
ის, ინგლისურმა მედიამ პორტუგალიელი ბევრი ეძება, მაგრამ ტრიბუნაზე ვერ აღმოაჩინა. ის ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციის სტუმართა სიაში იყო, თუმცა ჟურნალისტებმა პორტუგალიელს თვალი ვერსად მოჰკრეს.

ჟოზე მოურინიოს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ "რეალის" შემდეგ მას ისევ ინგლისში სურს დაბრუნება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა მსურს
ჟოზე მოურინიო: სეტუბალი ერთადერთი ადგილია დედამიწის ზურგზე, სადაც ნამდვილი ჟოზე ვარ
ჟოზე მოურინიო: ახლო მომავალში შესაძლოა ისეთი რაღაც მოხდეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული