რობინ ვან პერსი: "მანჩესტერ იუნაიტედი", შესაძლოა, ჩემი ბოლო კლუბია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გამოთქვა მზაობა, კარიერა "წითელ ეშმაკებში" დაასრულოს.

29 წლის ჰოლანდიელი "იუნაიტედში" "არსენალიდან" ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გააფორმა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ვან პერსიმ პრემიერლიგის 29 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

"მომავალ რამდენიმე წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გავატარებ. არაა გამორიცხული, უფრო დიდი ხნითაც დავრჩე. შესაძლოა, "იუნაიტედი" ჩემი ბოლო კლუბია",
- თქვა ვან პერსიმ.

ჰოლანდიელის თქმით, ის შეძლებს თამაშს იმავე ასაკში, რომელშიც რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არიან.

"ევროპაში ბევრი კლუბია, სა
დაც ასაკოვანი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე გამოდიან და სადაც მათ აფასებენ: "იუვენტუსი" და "მილანი" წარსულში, "მანჩესტერ იუნაი
ტედი" ახლა - ეს ყველაფერი კარგი მაგალითია. ამიტომ არავინ იცის, რამდენი ხანი დავრჩები აქ.

"იუნაიტედში" ყოველდღე ახალ გამოწვევები მაქვს. ჩემი განვითარება გრძელდება. ჩემს გარშემო ახალი მწვრ
თნელებისა და ახალი ფეხბურთელების გამოჩენა სტიმულს მაძლევს", - აღნიშნა ფორვარდმა.

მომზადებულია ВВС-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული