სასარგებლო და სახუმარო რჩევები კარლოს ტევესს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, 29 წლის კარლოს ტევესს სასამართლომ ავტომობილის მართვის წესის დარღვევისა და სხვა წვრილმანი დარღვევებისთვის 250-საათიანი საზოგადოებისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება დაავალა, Eurosport.com-მა არგენტინელს რჩევების მთელი წყება მისცა, თუ როგორ შეიძლება ამ დროის სასარგებლოდ გამოყენება.

მათგან ნაწილი შეიძლება სერიოზულად აღიქვა, ნაწილი კი მხოლოდ ხუმრობაა. ჩვენ იმ რჩევებს გთავაზობთ, რომლებსაც კარლოსის ცხოვრების ღრმა ცოდნა არ სჭირდება და რასაც მკითხველში დამატებითი შეკითხვები არ მოჰყვება.

1. წაიყვანოს "მანჩესტერ სიტის" ფანები გოლფში შოტლანდიის ღია ჩემპიონატზე, სადაც მათ აღჭურვილობის ტარების საშუალებას მისცემს.

2. გახდეს მშვიდობის მოყვარული და ჩაისა და ერთი პარტია ბინგოს თამაშზე ალექს ფერგიუსონი დაპატიჟოს.

3. ეწვიოს "ეტიჰადთან" ახლოს რომელიმე დასასვენებელ პარკს და აკრიფოს ის ნაგავი, რომელსაც ფანები რიო ფერდინანდს ესვრიან.

4. ესტუმროს სკოლას და ბავშვებს აუხსნას, როგორ უნდა გადაანაწილო ფული, მით უფრო, როცა შენი ხელფასი კვირაში 198 ათასი ფუნტია.

5. შეეცადოს, როგორმე ინგლისური ისწავლოს და სცადოს, აუხსნას ადამიანებს, როგორ შეიძლება ქვეყანაში დაახლოებით 10 წელი იცხოვრო და ისევ ესპანურად ილაპარაკო, მათ შორის, სასამართლოში.

6. ააშენოს უპატრონო ძაღლების თავშესაფარი და მის მკვიდრებს მოუყვეს სამწუხარო ამბავი, როგორ არ ათამაშა ერთხელ რობერტო მანჩინიმ ის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.

7. მოინახულოს უახლოესი ციხე და აუხსნას პატიმრებს, თუ რა ძნელია იცხოვრო იმ ადგილას, სადაც კვირაში 198 ათას ფუნტს გიხდიან, მაგრამ მაინც ძალიან არ გინდა იქ გაჩერება.

8. ინგლისური ენის მოკლე კურსის გავლის შემდეგ სცადოს ჯგუფ "ოაზისის" ყოფილ წევრ ლიამ გალაგერთან დალაპარაკება. უკანასკნელი ამტკიცებს, რომ სპეციფიკურ მანკუნიანურ დიალექტზე მეტყველებს.

9. დარწმუნდეს, რომ ამჟამად მსოფლიოში ყველა პოპულარული პლაჟი დაკავებულია და მანჩესტერელებს სკვერების გალამაზებაში დაეხმაროს.

10. დაეხმაროს მანჩესტერის მოსახლეობას და გააერთიანოს ერთი დროშის ქვეშ, თანაც განაგრძოს მუშაობა ანტისოციალური ქმედებების აღმოსაფხვრელად.

11. დაადგეს ერიკ კანტონას გზას და "სიტის" ბაზაზე პატარა ბავშვებს ფეხბურთის გაკვვეთილები ჩაუტაროს. თავის დროზე ფრანგს 120 საათი ჰქონდა მისჯილი. 250 საათში კარლოსმა შეიძლება ახალი ბექჰემი და სქოულზიც აღმოაჩინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: დამნაშავე ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული