კიდევ ერთი შანსი ლუის სუარესს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩემპიონობის გარდა, ამ დღეებში ბრიტანულ პრესას კიდევ ერთი მთავარი თემა აქვს - ლუის სუარესი. ორშაბათს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო ასოციაცია "ლივერპულის" 26 წლის თავდამსხმელს უპრეცედენტოდ დიდ ჯარიმას, 200-დან 400 ათას ფუნტამდე დააკისრებს.

ამას გარდა, ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც ემუქრება. ასოციაცია გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. მინიმალური სასჯელი მეტოქეზე აგრესიული თავდასხმისთვის 3 მატჩია, მაგრამ სამხრეთამერიკელს ამას არ აკმარებენ, რადგან ის არა ერთხელ და ორჯერ არის შემჩნეული მსგავს ქმედებებში.

დაზარალებულმა ბრანისლავ ივანოვიჩმა უარი თქვა სუარესის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივრის დაწერაზე, შესაბამისად,
მას სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისგება არ მოუწევს. თუმცა სერბი არ აპირებს მეტოქესთან შერიგებას და ამიტომ ლუისის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ერთადერთი, ვინც ამ დღეებში მის დასაცავად ხმა ამოიღო (ჯოი ბარტონს სერიოზულად სამშობლოში უკვე აღარ აღიქვამენ), ეს გარი ნევილია.

"სუარესმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთი წუთითაც არ მინდა დავუშვა, რომ ამის გამო ის ყველამ უნდა გავრიყოთ. ლუისს გამოსწორებისა და გულშემატკივრის ნდობის დაბრუნების შანსი უნდა მივცეთ, რადგან შეცდომას ვინც უშვებს, პატიებას ყველა იმსახურებს," - განაცხადა ნევილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი იკბინება და ბოდიშს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული