პეპე რეინა: ასოციაცია სუარესის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითადაა განწყობილი

AutoSharing Option
"ლივერპულის" გოლკიპერი, 30 წლის პეპე რეინა ასოციაციის გადაწყვეტილებას აბსურდულს და არასამართლიანს უწოდებს.

აი, რას ამბობს:

"ასოციაციაში სუარესის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითად არიან განწყობილნი, რადგან ის ურუგვაელია.

ლუისმა თავად აღიარა, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ ის მაინც განტევების ვაცად გამოიყვანეს.

რასისტული გამოხდომებისთვის ვიღაცას 4 თამაშის გამოტოვებით სჯიან, ვიღაცას - 8-ით. სად არის აქ სამართალი? სუარესი მშვენიერი პარტნიორია მოედანზე, მაგრამ ხანდახან მეტისმეტად აგრესიული ხდება მეტოქის მიმართ, რაც მას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

მსგავსი ეპიზოდი 2006 წელსაც მოხდა, როცა ჯერმეინ დეფომ ხავიერ მასკერანოს უკბინა, მაგრამ დეფოს
ინგლისელობამ მაშინ თავისი როლი ითამაშა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული