AS-ის ცნობით, ახლახან მხარეები ინგლისში შეხვდნენ და გარიგების დეტალები განიხილეს. შეთანხმების თანახმად, რადგან პელეგრინის "მალაგასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, ინგლისური კლუბი ესპანურს კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს გადაუხდის.
"სიტის" ხარჯი ამით დამთავრდება - კლუბს პირგასამტეხლოს გადახდა გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლისთვის, რობერტო მანჩინისთვისაც მოუწევს.
მალაგა-მანჩესტერის გზას პელეგრინისთან ერთად შესაძლოა ასევე დაადგეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო, რომლის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
მიმდინარე სეზონში "მალაგამ", რომელსაც ფინანსური პრობლემები
შეგახსენებთ, რომ "მალაგა" ფინანსური დარღვევებისთვის ევროთასებიდან მოკვეთილია, რაც პელეგრინის წასვლისთვის კიდევ ერთი მოტივაციაა.
ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი "მანჩესტერ სიტიში" მიდის?
მანუელ პელეგრინი: აბა, უეფას მიერ დასჯილი გუნდი ფინალში ითამაშებდა?!