აღსანიშნავია, რომ "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ "სიტის" ჯეროვანი წინადადების მომზადება ურჩია. მან ასე თქვა: "ამქვეყნად არ არსებობს
"სიტიმ" რომელსაც გერმანელი ლუკას პოდოლსკის ყიდვაც უნდოდა ამ ზაფხულზე უკვე დახარჯა 60 მილიონი ფუნტი, რაც, გუნდის ირლანდიელი მეკარის შეი გივენის რწმენით მანჩინი შესაძლოა ფსიქოლოგიურად გადატვირთოს კიდეც. მოგახსენებთ, რომ ისტლენდელებმა უკვე დაიწყეს ვარჯიში და დღეში ორჯერაც გადიან საწვრთნელ მოედანზე.
"ახალი ფეხბურთელების ყიდვაში კლუბმა ძალიან ბევრი ფული გადაიხადა რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელს პირდაპირ მოსთხოვენ შესაბამის შედეგს. მისგან უკვე ჯილდოების მოპოვებას ელიან".
გივენი, რომელსაც გასული სეზონის ბოლოს მხარის სტკიოდა, აგრეთვე შიშობს, რომ ახალ სეზონში მის ადგილს ჯო ჰარტი დაიკავებს. მან თქვა: "ჯოსთან კონკურენცია, რასაკვირველია სახიფათოა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ თვეში ყველაფერი რიგზე იქნება".