"მაქსიმალური მონდომების მიუხედავად, კლუბმა ვერ მოახერხა ამ სეზონისთვის დასახული ამოცანების შესრულება.
გამონაკლისია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.
ამასთან დაკავშირებით, კლუბმა მიიღო ახალი მწვრთნელის პოვნის გადაწყვეტილება", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბრაიან კიდი, რომელიც მანჩინის თანაშემწედ მუშაობდა.
კიდი დარჩენილ ორ მატჩში და ზაფხულში აშშ-ში დაგეგმილ ტურნეში უხელმძღვანელებს შარშანდელ ჩემპიონს.
48 წლის მანჩინიმ 2009 წლის დეკემბერში მარკ ჰიუზისგან ჩაიბარა გუნდი და
მაგრამ წელს იტალიელს ცუდი შედეგები ჰქონდა: დათმო პრემიერლიგის ტიტული, ჩარჩა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში და რამდენიმე დღის წინ "უიგანთან" წააგო ინგლისის თასის ფინალი.
მანჩინის პოსტზე მთავარ კანდიდატად "მალაგას" ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მოიაზრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. ფინალი: ღირსეული და მოულოდნელი გამარჯვებული