რაიან გიგზი მოთამაშე-მწვრთნელად?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 39 წლის ნახევარმცველ რაიან გიგზს დევიდ მოიესმა შესაძლოა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელის პოსტი შესთავაზოს.

უელსელმა კლუბთან ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გააგრძელა. ამრიგად, ის "ეშმაკებს" 2014 წლის ზაფხულამდე უნდა ემსახუროს. რა მოხდება ამის შემდეგ, ჯერ არავინ უწყის. მოიესის თანაშემწეობისთვის მას სამწვრთნელო ლიცენზია დასჭირდება.

"მწვრთნელის კურსებზე დიდი ხანია დავდივარ და შესაბამისი კვალიფიკაციის ოფიციალურად მიღებასთან უკვე ახლოს ვარ. მართალია, პარალელურად ორი საქმის კეთება ძალიან რთული იყო, მაგრამ დავალებებს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი," - აცხადებს გიგზი.

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი არც გაისად წავა ფეხბურთიდან?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული