უელსელმა კლუბთან ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გააგრძელა. ამრიგად, ის "ეშმაკებს" 2014 წლის ზაფხულამდე უნდა ემსახუროს. რა მოხდება ამის შემდეგ, ჯერ არავინ უწყის. მოიესის თანაშემწეობისთვის მას სამწვრთნელო ლიცენზია დასჭირდება.
"მწვრთნელის კურსებზე დიდი ხანია დავდივარ და შესაბამისი კვალიფიკაციის ოფიციალურად მიღებასთან უკვე ახლოს ვარ. მართალია, პარალელურად ორი საქმის კეთება ძალიან რთული იყო, მაგრამ დავალებებს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი," - აცხადებს გიგზი.
ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი არც გაისად წავა ფეხბურთიდან?