"ჩელსის" ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხუან მატა დაასახელეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდზე დასრულდა გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა, რომლის მიხედვით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გაირკვა.

ზედიზედ მეორედ საუკეთესოდ ქომაგებმა ხუან მატა აღიარეს. მეორე ადგილი ფრენკ ლემპარდმა დაიკავა, მესამე - ედენ აზარმა, ხოლო მეოთხე - დავიდ ლუისმა.

გამარჯვებულს კი ტიტული ჯონ ტერიმ გადასცა.

მიმდინარე სეზონში მატამ "ჩელსის" მაისურით 63 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული