ზედიზედ მეორედ საუკეთესოდ ქომაგებმა ხუან მატა აღიარეს. მეორე ადგილი ფრენკ ლემპარდმა დაიკავა, მესამე - ედენ აზარმა, ხოლო მეოთხე - დავიდ ლუისმა.
გამარჯვებულს კი ტიტული ჯონ ტერიმ გადასცა.
მიმდინარე სეზონში მატამ "ჩელსის" მაისურით 63 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.