პაულო დი კანიო: "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები პირანიები არიან

AutoSharing Option
პაულო დი კანიომ საჯაროდ გააკრიტიკა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები და ისინი ადამიანის მჭამელ თევზებს, პირანიებს შეადარა.

"სანდერლენდის" თავკაცმა რობერტო მანჩინის პოზიცია დაიცვა, რომელიც ახლახან გაუშვეს "მანჩესტერ სიტიდან". მან თქვა, რომ "სიტის" ფეხბურთელების ნაწილი პირანიებივით არიან, როგორც კი მანჩინის პოზიციის რყევა დაინახეს, მას ბოლო მოუთავეს.

"სულაც არ ვფიქრობ, რომ მანჩინი ძალიან მკაცრი იყო ფეხბურთელებთან. ის, რასაც რობერტო აკეთებდა, ნორმალური იყო. "სიტის" ფეხბურთელები პირანიებივით არიან, თუ ეცათ სისუსტის სუნი, ეგრევე თავს დაგესხმებიან.

როცა "სვინდონში" ვიყავი, 4 თამაში წავაგეთ
და ეგრევე ფეხბურთელებმა დაიწყეს წუწუნი და ზურგს უკან ლაპარაკი. მაშინ მოვიდა პრეზიდენტი და თქვა, პაულო აქ არის სამუდამოდ მოსული, ფეხბურთელებმაც შეწყვიტეს ყველაფერი. აი, მანჩინის კი სიტყვა არავინ შეაწია"
.

დი კანიო დამნაშავე ფეხბურთელთაგან კარლოს ტევესი დაასახელა, მაგრამ იქვე აღნიშნა, ერთი ტევესი არ იქნებოდა პრობლემა, მანჩინის შვიდი ასეთი ჰყავდაო.

ასევე იხილეთ:
მანჩინი: ნეაპოლში პიცის გამო ჩამოვედი, თუმცა "ნაპოლიში" მუშაობაზე უარს არ ვიტყოდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული