"ევერტონი": ფილ ნევილი დევიდ მოიესის ნაცვლად?

AutoSharing Option
ფილ ნევილს "ევერტონთან" ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება. კლუბს 36 წლის ფეხბურთელისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია, რადგან თავად ვეტერანს სურდა სხვაგან ძალების მოსინჯვა.

ფილი ახალი კლუბის ძებნას რა ხანია, შეუდგა, მაგრამ დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. "გარდიანის" ცნობით, უმცროსი ნევილი მერსისაიდულ კლუბს მთავარ მწვრთნელად საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს:

"დიდი ხანია ვიცი, რომ მენეჯერად მინდა მუშაობა. რამდენიმე წელიწადია, ამ საქმისთვის ვემზადები და ვარჯიშების შემდეგ ჩანაწერებს ვაკეთებ. ყურადღებით ვაკვირდები რამდენიმე მწვრთნელის მუშაობასაც. ამ თემაზე ხშირად მილაპარაკია მოიესთანაც". "გარდიანის" ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ
"ევერტონი" მას მოთამაშე-მწვრთნელის პოსტს შესთავაზებს. ორშაბათ საღამოს "სტოკ სიტიდან" ტონი პულისის წასვლის შემდეგ "ინდეპენდენტმა" ფილ ნევილს უელსელის მემკვიდრეობის ჩაბარების უმთავრესი პრეტენდენტი უწოდა.

"ევერტონის" მომავალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს პორტუგალიური A Bola. გამოცემის მტკიცებით, ლივერპულურმა კლუბმა "გუდისონ პარკზე" მუშაობა ორი წლით "პორტუს" დამრიგებელ ვიტორ პერეირას შესთავაზა და მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დღე პირველი, დღე უკანასკნელი: "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე დევიდ მოიესი მივიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული