ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალხელფასიანი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ინგლისური პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ხდება.

პორტუგალიელი მწვრთნელი "ჩელსისთან" 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ინგლისური პრესის მტკიცებით, პორტუგალიელი ლონდონურ კლუბში სეზონში 8,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

თან აქ "სუფთა" ანაზღაურება იგულისხმება. ანუ მოურინიოს ხელფასი ოფიციალურად კიდევ უფრო მეტი იქნება, უბრალოდ, მას თანხის ნაწილი გადასახდელის სახით ჩამოეჭრება.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მოურინიო მადრიდის "რეალს" დატოვებს და დიდი ალბათობით "ჩელსიში" დაბრუნდება.

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: "რეალში" ჟოზე მოურინიოს ერა დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული