ინგლისის ნაკრებმა ახალი ფორმა წარადგინა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა ახალი მეორე ფორმა წარადგინა, რომელიც 1966 წლის, ინგლისისთვის ერთადერთი ტრიუმფალური მუნდიალის ფორმის სტილშია გადაწყვეტილი.

წითელი მაისურები და თეთრი ტრუსები ძალიან ჰგავს კაპიტან ბობი მურის გუნდის ფორმას. შეგახსენებთ, რომ 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

"ნაიკმა" ახალი მაისურების პრეზენტაცია გამართა. სხვათა შორის, წითელი ფერი მაისურებში პირველად ინგლისის ნაკრებმა 1951 წელს გამოიყენა. წითელი და თეთრის გარდა ახალ ფორმაში გამოყენებულია ოქროსფერი დეტალებიც.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდის საბოლოო უარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული