მას შემდეგ თინეიჯერი სასტარტოში აღარ გამოჩენილა. ამის მიზეზი ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაღლილობა და ტრავმები გახლდათ. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებით ადრე ისიც კი დაიწერა, რომ "ლივერპული" იჯარით მის გაშვებას აპირებდა. თუმცა საბოლოოდ რაჰემი "ენფილდზე" დარჩა და ძირითადად, სათადარიგოთა შორის უწევდა ჯდომა.
2013/14-ის სეზონი ყველასთვის, ვისაც სანაკრებო ამბიცია აქვს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სტერლინგიც. ახალგაზრდა ნახევარმცველის
"2013 წლის ზაფხულს იმისთვის გამოვიყენებ, რომ ერთი მხრივ, "ლივერპულსა" და მეორე მხრივ, მთელ ქვეყანას დავუმტკიცო, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შემიძლია. ამხანაგურ შეხვედრებშიც კი ბოლომდე დავდებ თავს. გული მწყდება, რომ ბარძაყის ტრავმის გამო ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ მივყვები, რადგან ჩემთვის ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა თავის გამოსაჩენად.
სამწუხაროა, რომ ფეხი ამის საშუალებას არ მაძლევს. მომდევნო სეზონში გუნდის ძირითადში ადგილი უნდა დავიბრუნო. ამისთვის რამდენიმე წარმატებული შეხვედრა დამჭირდება და მერე, ალბათ, სტაბილურად შევძლებ თამაშს. ბრაზილიაში ნაკრებთან ერთად წასვლა თუ მინდა, უფრო მეტი უნდა გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემა შევასრულო," – აცხადებს რაჰემ სტერლინგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: რაჰემ სტერლინგი "ლივერპულში" 2017 წლამდე ითამაშებს