ლუის სუარესი: მადრიდის "რეალს" უარს ვერ ვეტყვი

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღიარა, რომ შეთავაზების შემთხვევაში მადრიდის "რეალს" უარს ვერ ეტყვის.

"ძალიან ძნელი იქნება, "რეალს" უარი ვ
უთხრა. "ლივერპულში" ბედნიერი ვარ, რაც გულშემატკივრების დამსახურებაა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი ოჯახი იტანჯება - ჩემი ქალიშვილი იტანჯება, ჩემი ცოლი იტანჯება. არ ვაპირებ, ეს მოვითმინო.

დიახ, შეცდომები დავუშვი, მაგრამ ის, რის უფლებას ადგილობრივი პრესა საკუთარ თავს აძლევს, მეტისმეტია.

ჩემს
აგენტს უკვე ველაპარაკე. ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არაა, მაგრამ ვინ იცის, ხვალ რა მოხდება", - თქვა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდმა განვლილ სეზონში
30 გოლი გაიტანა და "ჩელსის" მცველ ბრანისლავ ივანოვიჩის კბენის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რის შემდეგ ინგლისური პრესის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა.

ვრცელდება ცნობები, რომ ურუგვაელის გადაბირებით დაინტერესებულები არიან: მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი".

მომზადებულია Radio Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული